თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ
თურქეთისგან მხარდაჭერილმა „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებმა საზღვარი გადალახეს და სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ.
თურქული საინფორმაციო სააგენტო DHA-ის ინფორმაციით, 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა სირიის ქალაქ აზაზისკენ მიემართება.
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაბომბვები დაიწყო, თუმცა თურქეთის არმია ქალაქ აფრინში არ შესულა.
ნურეთინ ჯანიკლის თქმით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თავდაცვითია და ტერორისტული კორიდორის განადგურებას ისახავს მიზნად.
ანაკრაში ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით რუსეთთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
არსებული დაძაბულობის ფონზე თურქული მედია წერს, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თურქეთი მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენებას გეგმავს.
ავიაციის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. სირიის ხელისუფლება თურქული თვითმფრინავების ჩამოყრას იმუქრება.