თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფრანგ კოლეგასთან საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა გააკეთებს ყველაფერს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ამასთან, ელისეის სასახლეში განაცხადეს, რომ საფრანგეთისა და თურქეთის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ჰუმანიტარულ საკითხებზე და ხაზი გაუსვეს მარიუპოლიდან ევაკუაციის გაგრძელების მნიშვნელობას.