თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრეს
სირიის აფრინისა და იდლიბის პროვინციებში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრეს თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა.
სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჰასან როჰანიმ აღნიშნეს, რომ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.
ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრამდე სწორედ სირიის ჩრდილოეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილა თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას.