თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრეს

21:24, 19.02.2018

სირიის აფრინისა და იდლიბის პროვინციებში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრეს თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებმა.

სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჰასან როჰანიმ აღნიშნეს, რომ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთისა და ირანის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.

ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრამდე სწორედ სირიის ჩრდილოეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილა თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას.

მსგავსი