თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა აშშ-თურქეთის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.
თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება და სიტყვით გამოვა.