თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

00:57, 23.09.2019

თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა აშშ-თურქეთის ურთიერთობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება და სიტყვით გამოვა.

მსგავსი