თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის დაიწყო მზადება
თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის დაიწყო მზადება

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავითოღლუმ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის მზადება დაიწყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის ბეისუკენტის რაიონში ოთხსართულიანი სახლი იქირავეს, სადაც დავითოღლუ ​საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

გავრცელებული ცნობით, ახალი პოლიტიკური პარტია შესაძლოა მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნას. მანამდე დავითუღლუმ განაცხადა, რომ თუ მისი მოლაპარაკებები მმართველ „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიასთან შედეგებს ვერ გამოიღებს, ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნება. თურქულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პარტია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება და აღნიშნულ პოლიტიკურ მოძრაობას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აჰმეთ დავითოღლუ და ყოფილი პრეზიდენტი, აბდულა გიული შეუერთდებიან.