თურქეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალი ბაბაჩანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ტოვებს. ამის მიზეზად კი შეხედულებებში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.
ბაბაჩანი აცხადებს, რომ თურქეთს ახალი ხედვა სჭირდება. ბაბაჩანის თქმით, ერდოღანის პარტიის წევრობა მისთვის უკვე წარმოუდგენელი იყო.
„არსებულ პირობებში, თურქეთს მომავლისთვის სჭირდება ახალი ხედვა. საჭიროა ახალი სტრატეგია, გეგმა, პროგრამა“,- განაცხადა ბაბაჩანმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბაბაჩანი ყოფილ პრეზიდენტთან, აბდულა გიულისთან ერთად პარტიის შექმნას გეგმას.