ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2018 წელს დაიწყება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2018 წელს დაიწყება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაიწყება, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ახმედ არსლანმა განუცხადა.

მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მიმდინარეობს ელექტრიფიცირების სამუშაო.

ბაქო-თბილისი-ყარსი ისტორიული მარშრუტია, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო სხვა ქალაქებსაც მოიცავს. დარწმუნებული ვარ, მაგისტრალი იქნება პოპულარული როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის“, – აღნიშნა არსლანმა.

მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ბაქოს, თბილისისა და ყარსის დამაკავშირებელი მაგისტრალი.

„მგზავრი ან ტვირთი ჩინეთიდან ან ყაზახეთიდან დაუკავშირდება თურქეთის გავლით ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებს, სტამბოლის გავლით – სხვა ევროპულ ქვეყნებს. ბაქო-თბილისი-ყარსს არაერთი უპირატესობა აქვს, ის ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და ტვირთის გადაზიდვის დროს“, – დასძინა მინისტრმა.