თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების 595 მებრძოლი განეიტრალდა
თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების 595 მებრძოლი განეიტრალდა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მიზანი ქვეყნის გაწმენდა და მისი ნამდვილი მფლობელებისთვის დაბრუნებაა. გაერო-ს ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საცხოვრებელი 160 ათასმა ადამიანმა დატოვა.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც სირიის ჩრდილოეთში ე.წ. „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას ისახავს მიზნად. თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავა.