თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის თავდაცვის უწყების ჯგუფთან შეხვედრა დადებითად და კონსტრუქციულად წარიმართა, მომდევნო შეხვედრა ანკარაში გაიმართება
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-ის თავდაცვის უწყების ჯგუფთან შეხვედრა დადებითად და კონსტრუქციულად წარიმართა, მომდევნო შეხვედრა ანკარაში გაიმართება

თურქული დელეგაციის მიერ აშშ-ში გამართული მოლაპარაკებები დადებითი იყო, შემდეგი შეხვედრა კი ანკარაში გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

„ვაშინგტონში თურქეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც დადებითად, კონსტრუქციულად წარიმართა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მომდევნო შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შედგება“, – ნათქვამია თურქული მხარის ინფორმაციაში.

მანამდე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქული სამხედრო დელეგაცია მიემგზავრებოდა აშშ-ში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავდა F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თაობაზე.