თურქეთის თავდაცვის სამინისტრო – აშშ-ის თავდაცვის უწყების ჯგუფთან შეხვედრა დადებითად და კონსტრუქციულად წარიმართა, მომდევნო შეხვედრა ანკარაში გაიმართება
თურქული დელეგაციის მიერ აშშ-ში გამართული მოლაპარაკებები დადებითი იყო, შემდეგი შეხვედრა კი ანკარაში გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
„ვაშინგტონში თურქეთისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებების ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც დადებითად, კონსტრუქციულად წარიმართა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. მომდევნო შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შედგება“, – ნათქვამია თურქული მხარის ინფორმაციაში.
მანამდე, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქული სამხედრო დელეგაცია მიემგზავრებოდა აშშ-ში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავდა F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თაობაზე.
The High Level Defense Group Meeting between the Turkish Ministry of National Defense and the U.S. Department of Defense was held in Washington, D.C., USA.https://t.co/jjj2xQbW38
— T.C. Millî Savunma Bakanlığı (@tcsavunma) November 17, 2021