თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთი ნატო-სგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთი ნატო-სგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.
„გადავწყვიტეთ, სირიის აფრინის რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა, რათა დავიცვათ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება. თურქეთი ნებისმიერ მანძილზე წავა. ჩვენ კი ნატო-სგან ტერორისტულ ელემენტებთნ ბრძოლაში საკმარის დახმარებას ვერ ვიღებთ. ეს ჯგუფები თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნიან“, – აღნიშნა ნურეთინ ჩანიკლიმ.
თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმაძღვანელმა ასევე თქვა, რომ ანკარას ნატო-ში თავისი წვლილი 60 წელზე მეტია შეაქვს და მთავრი მიზანი საზღვრების დაცვაა.