თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, აზერბაიჯანში უკვე გაემგზავრნენ
თურქი სამხედროები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში იმუშავებენ, აზერბაიჯანში უკვე გაემგზავრნენ.
როგორც თურქული გამოცემა „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მედიასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ცენტრში თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალი და 35 ოფიცერი იმსახურებს.