თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ნატო-ში გაწევრიანებისთვის შვედეთმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა განაცხადა.

„ჩვენი ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ ვუთხარით მოკავშირეებს, რომ შვედეთს შეუძლია, გახდეს ნატო-ს წევრი ფინეთის მსგავსად, თუ ის შეასრულებს სამმხრივ მემორანდუმში დაკისრებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა გიულერმა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი.

შეგახსენებთ, თურქეთი და უნგრეთი ნატო-ს წევრი ის ქვეყნებია, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთის განაცხადი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მანამდე განაცხადა, რომ შვედეთმა დააკმაყოფილა ნატო-ში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა, თუმცა ამავდროულად თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.