თურქეთის შს მინისტრი - დასავლეთს სურს, თურქეთს თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაართვას
დასავლეთს სურს, თურქეთს თავისუფლება და დამოუკიდებლობა წაართვას, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანამ 15 ივლისის გადატრიალების საფასური გადაიხადა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, შემდეგ დასავლეთმა სავალუტო შეტევა განახორციელა, იყო დოლარის გამოყენებით თავდასხმები და ცდილობდნენ თურქეთის ეკონომიკის დანგრევას.
სულეიმან სოილუს განცხადებით, ამერიკას სირიაში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა სურს.
„ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ტერორისტულ ბუდეს სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით, ჩვენ შევალთ მათ ბუდეებში. ჩვენ აღარ მივცემთ მოქმედების საშუალებას მათ, ვინც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ამერიკის ხრიკებით ჩვენი ქვეყანა სისხლის აბანოდ აქცია. თურქეთი არ არის ძველი თურქეთი, შემდეგი სურათი ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი არ არის ძველი თურქეთი. მშვიდობას მოვუტანთ ჩვენ ირგვლივ არსებულ გეოგრაფიას“, – თქვა სულეიმან სოილუმ.