თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ ტელ-რიფაატზე იერიში დაიწყო
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ ტელ-რიფაატზე იერიში დაიწყო. სამხედრო ოპერაციაში ჩართულია „თავისუფალი სირიის არმია“.
აღნიშნული დაჯგუფება სირიის ხელისუფლების ოპოზიციური ჯგუფებისგანაა დაკომპლექტებული და დახმარებას თურქეთისგან იღებს.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყების შესახებ თურქეთმა და რუსეთმა შეთანხმებას 26 მარტის საღამოს მიაღწიეს.
ქალაქ ტელ-რიფაატში, რომელიც ალეპოს ჩრდილოეთით 30 კილომეტრში მდებარეობს, ქალაქ აფრინიდან დევნილი 50 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 25 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქ ტელ-რიფაატზე კონტროლს თურქეთის არმია მოკლე დროში დაამყარებდა. თურქეთი ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ ფარგლებში ქურთების წინააღმდეგ ოპერაციას 20 იანვრის შემდეგ ატარებს. თურქეთის არმიამ აფრინის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.