თურქეთის სასამართლომ გამოცემა „ჯუმჰურიეთის“ 12 ჟურნალისტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
თურქეთის სასამართლომ გამოცემა „ჯუმჰურიეთის“ 12 ჟურნალისტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, რომელსაც ქვედა ინსტანციების განაჩენი უნდა გაეუქმებინა.
„ჯუმჰურიეთის“ 12 თანამშრომელს ორიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობა იმ ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის შეუფარდეს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ დაჯგუფებებად მოიაზრებს.
მედიის წარმომადგენლები 2018 წლის აპრილში დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობენ.