თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 92 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.76 პროცენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44.49 პროცენტი აქვს
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის უბნების 92 პროცენტია დათვლილი.
წინასწარი მონაცემები ასეთია: თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 49.76 %, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44.49 %, სინან ოღანი – 5.30 %.
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტური ინიშნება.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 50.11%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 87.53 პროცენტი.