თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 92 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.76 პროცენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44.49 პროცენტი აქვს

01:05, 15.05.2023

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის უბნების 92 პროცენტია დათვლილი.

წინასწარი მონაცემები ასეთია: თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 49.76 %,  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44.49  %, სინან ოღანი – 5.30 %.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტური ინიშნება.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 50.11%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 87.53 პროცენტი.

მსგავსი