თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 80 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 50.30 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 43.91%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5.31 პროცენტით.
ამ დროისთვის უბნების 80 პროცენტზე მეტია დათვლილი.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 51.18%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.11%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.27%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 72.55 პროცენტი.