თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 80 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ

23:26, 14.05.2023

ჰაბერთურქის მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 50.30 პროცენტით ლიდერობს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 43.91%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5.31 პროცენტით.

ამ დროისთვის უბნების 80 პროცენტზე მეტია დათვლილი.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 51.18%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.11%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.27%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 72.55 პროცენტი.

მსგავსი