თურქეთის სამხედრო ავიაციამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 26 წევრი გაანეიტრალა
თურქეთის სამხედრო ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთით „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 26 წევრი გაანეიტრალა. თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავიადარტყმები ქანდილის მთებში განხორციელდა.
თურქეთი ერაყში, ქანდილისა და სინჯარის რაიონებში კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას ატარებს. პარალელური ოპერაცია ჩატარდა თურქეთის ჰაკარის პროვინციაში, რომელიც ერაყის სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. თურქმა სამართალდამცველებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ იარაღის საწყობი აღმოაჩინეს. სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, თვრამეტი კი დაიჭრა.
თურქეთსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის დაპირისპირება 2015 წელს განახლდა.