თურქეთის ავიაციამ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა
თურქეთის ავიაციამ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა

თურქეთის ავიაციამ ერაყში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოს თურქეთის თავადაცვის სამინისტროში განუცხდეს, ანკარამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ახალი ოპერაცია წამოიწყო.

„ჩვენ დავიწყეთ ოპერაცია „არწივის კლანჭი“. ჩვენმა თვითმფრინავებმა გამოქვაბულებში დაბანაკებულ ტერორისტებზე მიიტანეს იერიში“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც იუწყებიან, თურქეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ქურთი მებრძოლების პოზიციებზე ირან-ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქანდილში.

შეგახსენებთ, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.