თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 41 მებრძოლი გაანადგურა
თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 41 მებრძოლი გაანადგურა

თურქეთის სამხედრო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 41 მებრძოლი გაანადგურა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ერაყ-ირანის საზღვართან, ქანდილის რაიონში განხორციელდა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქურთი მებრძოლები თავდასხმას გეგმავდნენ.

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ თურქეთი ოპერაციას არ გამორიცხავს ერაყის ქალაქ სინჯარშიც.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სინჯარში ქურთების პრობლემა ერაყმა უნდა მოაგვაროს, პრობლემების არსებობის შემთხვევაში კი თურქეთი საჭირო ზომებს მიიღებს.

„ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და თურქეთს შორის დაპირისპირება 2015 წელს განახლდა. 30-წლიან დაპირისპირებას 900 თურქი სამხედრო და პოლიციელი, ასევე 300 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ქურთების მხარეს კი 10 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.