თურქეთის საჰაერო ძალებმა ავიაიერიშის შედეგად ქურთების მუშათა პარტიის 14 წევრი გაანადგურეს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავიაიერიშის შედეგად ქურთების მუშათა პარტიის 14 წევრი გაანადგურეს. ამ ინფორმაციას თურქეთის გენერალური შტაბი ავრცელებს.
თავდასხმა ერაყის ჩრდილოეთით, ჰაკურკის რაიონში მოხდა. შედეგად, განადგურებულია ქურთების მუშათა პარტიის დაქვემდებარებაში არსებული 13-მდე ობიექტიც.