თურქეთის საგარეო უწყება - დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ვცნობთ
თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.
„ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და ასევე წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაჩინო დარღვევას“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.