თურქეთის საგარეო უწყება – დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ვცნობთ

04:52, 22.02.2022

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

„ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და ასევე წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაჩინო დარღვევას“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

მსგავსი