თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების 25 %-ს უფლებამოსილება შეუჩერა
თურქეთში, გასული წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატების 25%-ს უფლებამოსილება შეუჩერა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული დისკუსიის დროს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „სერიოზული დოკუმენტების“ საფუძველზე იქნა მიღებული.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, იმ ადამიანების შეფასებამ, ვინც საკუთარ უფლებამოსილებას დაუბრუნდა აჩვენა, რომ სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია.