თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიისთვის არის „ფანჯარა ევროპაში“
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზიისთვის არის „ფანჯარა ევროპაში“ – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავოშოღლუმ განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პროექტია.
„აღნიშნული რკინიგზა ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების პროცესს აადვილებს“, – თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სარკინიგზო მაგისტრალი აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ბაქო-თბილი-ყარსის რკინიგზა აზიური ტვირთების ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.