თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან სხვა მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესება ეწინააღმდეგება სამხედრო ალიანსის არსს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან სხვა მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესება ეწინააღმდეგება სამხედრო ალიანსის არსს

ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან სხვა მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესება ეწინააღმდეგება სამხედრო ალიანსის არსს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ფიდანის თქმით, მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით თავდაცვის ინდუსტრიის სექტორში, სანქციები, შეზღუდვები და დაბრკოლებები მთლიანად უნდა მოიხსნას.

„ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის სანქციების დაწესება არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას. სანქციები და შეზღუდვები არა მხოლოდ გავლენას ახდენს მათ დაქვემდებარებულ მოკავშირე ქვეყანაზე, არამედ ძირს უთხრის ნატო-ს შემაკავებელ შესაძლებლობებს და თავდაცვის შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ფიდანმა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკიდურესად მგრძნობიარე საკითხებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ნატო-ს ყველა მოკავშირეს სჭირდება მაქსიმალური სოლიდარობა.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხოცავს ღაზის მოსახლეობას მთელი მსოფლიოს თვალწინ და ასახლებს მილიონობით ადამიანს. ფიდანმა მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც უპირობოდ მხარს უჭერენ ისრაელს, „გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება“.