თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ ვართ დარწმუნებული, ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, შვედეთი გააძლიერებს თუ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ალიანსს
თურქეთი დარწმუნებული არ არის, შვედეთი, ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის ალიანსს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელოდება შვედეთისგან იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლის შესახებ შეთანხმებაც გასულ წელს დაიდო და მიზნად ისახავს ანკარას უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას.
პრესკონფერენციაზე ფიდანმა თქვა, რომ შეშფოთების მიზეზი იყო ის, რომ შვედეთმა ვერ აღკვეთა პროვოკაციები, მათ შორის, ყურანის დაწვა გასულ კვირას, სტოკჰოლმში მეჩეთის გარეთ.
„არ ვართ დარწმუნებული, გააძლიერებს შვედეთი ნატო-ს თუ უფრო მეტ პრობლემას მოუტანს მას. როდესაც შვედეთის წევრობის საკითხი განიხილება, ჩვენ ყოველთვის ვუდგებით საკითხს ჩვენი პრინციპების დაცვით. ჩვენ ველოდებით, რომ შვედეთი შეასრულებს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა ფინეთმა“, – განაცხადა ფიდანმა.