თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა უკრაინა და „მარცვლეულის შეთანხმება“ იქნება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა უკრაინა და „მარცვლეულის შეთანხმება“ იქნება.
ჰაკან ფიდანმა მედიასთან არ დაასახელა ვიზიტის თარიღი, თუმცა, როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი 12 თებერვალს იგეგმება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანკარას რეგულარული დიალოგი აქვს მოსკოვთან სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ენერგეტიკა, რეგიონული კონფლიქტები სირიაში, ლიბიასა და სამხრეთ კავკასიაში.
„ჩვენ ყოველთვის გვერდში ვედექით უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და გავაგრძელებთ ამას, მაგრამ ომის დესტრუქციული გავლენაც როგორმე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.