თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის დარეგულირების საკითხზე სექტემბერში მესამედ შეხვდებიან
თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის დარეგულირების საკითხზე მესამე შეხვედრას თეირანში, სექტემბრის პირველ კვირაში გამართავენ.
გამოცემა Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
პირველი სამმხრივი სამიტი გასული წლის ნოემბერში სოჭში გაიმართა. თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერების მეორე შეხვედრას აპრილში ანკარამ უმასპინძლა.