თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის დარეგულირების საკითხზე სექტემბერში მესამედ შეხვდებიან

15:14, 15.08.2018

თურქეთის, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის დარეგულირების საკითხზე მესამე შეხვედრას თეირანში, სექტემბრის პირველ კვირაში გამართავენ.

გამოცემა Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

პირველი  სამმხრივი სამიტი გასული წლის ნოემბერში სოჭში გაიმართა.  თურქეთის, რუსეთისა და ირანის ლიდერების მეორე შეხვედრას აპრილში ანკარამ უმასპინძლა.

მსგავსი