თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
თურქული მედია წერს, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ბურსას რეგიონის ხელმძღვანელ იაკუპ ჯამბოლატის განცხადებით, ავტობუსის მახლობლად დისტანციურად მართვადი ბომბი აფეთქდა და ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.