თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.
ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ოქმს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ შვედეთი ჯერ მზად არ იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რადგან ნატო-ს ქვეყანას უნდა ჰქონოდა ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმთან ბრძოლას.