თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ კიოლნში მეჩეთის გახსნის ცერემონიას დაესწრება
თურქეთის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ კიოლნში მეჩეთის გახსნის ცერემონიას დაესწრება, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში 28-29 სექტემბერს ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტი ბერლინსა და კიოლნში თურქული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
კიოლნში მდებარე მეჩეთი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. თავდაპირველად იქ მხოლოდ პარასკევის ღვთისმსახურება აღევლინებოდა.
შენობის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მისი აშენება გაჭინაურდა.