თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს
თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს.
„ჩვენ ერაყის მთავრობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია სინჯარში ახალი კანდილის მოწყობას გეგმავს. თუ თქვენ არ შეუშლით მათ ხელს, ერთ ღამესაც შეიძლება ჩვენ შევიდეთ სინჯარში და იქ წესრიგი დავამყაროთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ქურთები აკონტროლებენ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.
აფრინის რეგიონში 1.5 მილიონი ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. თურქეთი ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ 20 იანვრის შემდეგ ატარებს.