თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემირი დააკავა
თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემირი დააკავა.
თურქული გამოცემა IHA-ს ინფორმაციით, კაისერის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის დროს ე.წ. სინჯარის ემირი, აბდულხალიკ კურდი და მისი შვილი, მეხდი კურდი დააკავეს. ისინი დაეშის რიგებში ერაყის ტერიტორიაზე იბრძოდნენ.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 2014 წლის შემდეგ დაიკავა, თუმცა საერთაშორისო კოალიციის ფორმირების შემდეგ, დაეშმა ტერიტორიები დაკარგა და არც ერთ დიდ დასახლებულ ადგილს აღარ აკონტროლებს.