თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო
თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო

თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა მმართველმა „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ და ოპოზიციურმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“.

კანონი ადგენს სოციალური მედიის პროვაიდერების ოფიციალურ განმარტებას და მიზნად ისახავს პასუხისმგებელი წარმომადგენლის დანიშვნას გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმებზე სამართალდარღვევებთან. უცხოეთში დაფუძნებული სოციალური ქსელების პროვაიდერებს, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მნახველი ჰყავთ თურქეთში, მინიმუმ ერთ წარმომადგენელს დაუნიშნავენ ქვეყანაში. ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება ისე, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. თუ წარმომადგენელი იქნება კერძო და არა იურიდიული პირი, ის თურქეთის მოქალაქე უნდა იყოს. სოციალური ქსელის პროვაიდერებს 48 საათი ექნებათ ბრძანებების პასუხისთვის, რომ შეურაცხმყოფელი შინაარსი ამოიღონ. პროვაიდერები ასევე მიიღებენ საჭირო ზომებს ქვეყნის შიგნით მომხმარებლების შესახებ პირადი მონაცემების შესანახად.

რეგულაციის დამრღვევებისთვის ჯარიმები მილიონი ლირიდან დაიწყება და ზედა ზღვრად ათი მილიონი ლირა განისაზღვრა.

კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია ცენზურას გაზრდის და ხელისუფლებას განსხვავებული აზრის გაჩუმებაში დაეხმარება. ერდოღანმა არაერთხელ გააკრიტიკა სოციალური მედია და თქვა, რომ ბოლო წლებში „უზნეო საქციელის“ ზრდა რეგულაციების ნაკლებობით იყო განპირობებული.