თურქეთის პარლამენტის სპიკერი - თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა, ეს ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას ორივე ქვეყნის პოზიტიური ძალისხმევის დახმარებით
თურქეთის პარლამენტის სპიკერი - თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა, ეს ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას ორივე ქვეყნის პოზიტიური ძალისხმევის დახმარებით

თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების შენარჩუნებას ძალისხმევის გაძლიერებით, – ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩემს ქართველ კოლეგასთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ აღვნიშნეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელობა. ჩვენი მხრიდან აღვნიშნეთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას ორივე ქვეყნის პოზიტიური ძალისხმევის დახმარებით. ვისარგებლებ შესაძლებლობით და ქართველ ხალხს გადავცემ საუკეთესო სურვილებს ჩვენი ხალხისგან. ჩვენ განზრახული გვაქვს, შევინარჩუნოთ მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის სამყაროს აღსასრულამდე“, – განაცხადა ნუმან ქურთულმუშმა.