თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას AP news ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კომიტეტის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირებისთვის ხმათა უმრავლესობაა საჭირო.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიცირებისთვის პარლამენტს ოქტომბრის ბოლოს წარუდგინა.