თურქეთის ოპოზიცია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ საპარლამენტო გამოძიებას ითხოვს
თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია მთავრობას საპარლამენტო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს, – აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რელიგიურ საკითხებში დირექტორატმა განაცხადა, რომ ისლამური კანონის მიხედვით, გოგონების გათხოვება 9 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.
ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში თურქ ქალთა დაჯგუფებების უკამყოფილება გამოიწვია.
მოგვიანებით დირექტორატმა განმარტა, რომ მათ მხოლოდ ისლამური კანონის ასპექტებს გაუსვეს ხაზი.
თურქეთში კანონიერი ქორწინების ასაკის ქვედა ზღვარი 18 წლითაა განსაზღვრული, თუმცა რელიგიური ცერემონიებით არასრულწლოვნების ქორწინება ფართოდაა გავრცელებული.
თურქეთში 17 წლის გოგონების ქორწინებაც არის შესაძლებელი მშობლის ან მეურვის თანხმობით, ხოლო 16 წლის გოგონების – განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით.
ისლამური კანონის მიხედვით, ზრდასრულობას ბიჭი 12 წლის ასაკში აღწევს, გოგონა კი 9 წლის ასაკში. დირექტორატის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ყველა, ვინც ზრდასრულობის ასაკს მიაღწევს, ქორწინებისთვის მზადაა.
ოპოზიციური პარტიის წევრმა 30-მა პარლამენტარმა მთავრობას მოუწოდა არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ საპარლამენტო გამოძიება დაიწყონ.
წყარო: BBC