თურქეთის ნაკრების მწვრთნელი - ის, რაც გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოხდა, დაუშვებელია #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მწვრთნელი - ის, რაც გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოხდა, დაუშვებელია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მეორე მწვრთნელი ჰაკან დემირი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბოლოს მსაჯთან აგრესიული კამათისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი.

ჰაკან დემირი:

„საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად არიან, მაგრამ მოედანზე იყო დიდი დაძაბულობა. ეს დასაშვებია, თუმცა ის, რაც მოხდა მოედნის მიღმა, გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოხდა, დაუშვებელია. სამმა კალათბურთელმა შეუტია ჩვენს ერთ მოთამაშეს. ამ ყოველივეს მიუხედავად, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო“.