თურქეთის მთავრობა - ისრაელის იერიშის დროს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს შენობა დაზიანდა
თურქეთის მთავრობა - ისრაელის იერიშის დროს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს შენობა დაზიანდა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი იერიში შედეგად დაზიანდა შენობა, რომელშიც თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ოფისი იყო განლაგებული. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

მისივე თქმით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი იერიში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის არმიამ დღეს დილით ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე მოძრაობა ჰამასის და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლები იყვნენ.