თურქეთის ხელისუფლებამ 360 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 343 სამხედრო მოსამსახურეა.
ამ ადამიანებს ბრალი 2016 წლის 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ედებათ. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია სტამბოლში ტარდება.
თურქეთის მთავრობა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ამერიკაში მცხოვრებ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.
16 ივლისის ღამის შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 150 ათასი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.