თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სკოლები არასდროს დაიხურება, მიუხედავად იმისა გაიზრდება თუ არა ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სკოლები არასდროს დაიხურება, მიუხედავად იმისა გაიზრდება თუ არა ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ გამოვლენილი კოვიდინფიცირებულთა უმეტესობა 17 წლამდე ასაკისა, თუმცა მთავრობის პრიორიტეტი არის სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება.
„ჩვენ სკოლებს არ დავხურავთ, არცერთ შემთხვევაში. სკოლები არასდროს უნდა დაიხუროს“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
თურქეთში სკოლების აგვისტოში გახსნეს. პედაგოგები ვალდებული არიან ვაქცინა გაიკეთონ ან პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი წარდაგინონ.