თურქეთის ჯანდაცვის უწყება - აფრინში სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
თურქეთის ჯანდაცვის უწყება - აფრინში სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

სირიის ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 3 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, 20 იანვრის შემდეგ, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიჭრა, რომელთა უმრავლესობას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, 16 მათგანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრო არმიამ სირიის ჩრდილოეთში 343 ქურთი მებრძოლი მოკლა. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრძოლა ერაყის საზღვარზე ბოლო ტერორისტის განეიტრალებამდე გაგრძელდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აფრინის შემდეგ სირიის ქალაქ მანბიჯში გეგმავს.