თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - ჩინეთიდან ევაკუირებულებს კორონავირუსის სიმპტომები ამ დრომდე არ გამოუვლინდათ
თურქეთს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს, რომელთა შორის საქართველოს სამი მოქალაქეც არის, კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, ჩინეთიდან ევაკუირებულთა შორის არიან თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები. მათ კარანტინში მაქსიმუმ 14 დღის გატარება მოუწევთ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა შემცირდეს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე ჯერ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.